ბენზემა საკლუბო დონეზე ფრანგებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

29 ნოემბერი 2021

ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის ,,რეალმა'' ,,სევილიას'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩში თავი გამოიჩინა კარიმ ბენზემამ, რომელმაც საკლუბო დონეზე 361-ე გოლი გაიტანა.

შედეგად, 33 წლის ფეხბურთელმა ტიერი ანრის (360 გოლი) გადაუსწრო და ფრანგებს შორის კლუბებში გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

,,მშვენიერი მატჩი გამოვიდა! ვამაყობ, რომ ისტორიაში საუკეთესო ფრანგი ბომბარდირი გავხდი,'' - დაწერა ბენზემამ სოციალურ ქსელში.

ბენზემას ანგარიშზე ,,ლიონის'' შემადგენლობაში 66, ,,რეალის'' შემადგენლობაში კი 295 გოლია.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები