ცნობილია, რა დრო გაუცდება ნეიმარს ტრავმის გამო

29 ნოემბერი 2021

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,სენტ-ეტიენთან'' სტუმრად 3:1 იმარჯვა. მატჩის 84-ე წუთზე პარიზული გუნდის შემტევმა, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

RMC Sport-ის ცნობით, ბრაზილიელს დაზიანებული კოჭის გამო 6 კვირამდე გაუცდება, ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დადასტურდება, როცა ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. 

ასეთ შემთხვევაში, ნეიმარს 7 მატჩის გამოტოვება მოუწევს (5 ლიგა 1-ში - ნიცას, ლანსის, მონაკოს, ლორიენის, ლიონის წინააღმდეგ; 1 ჩემპიონთა ლიგაზე - ბრიუგეს წინააღმდეგ, 1 - საფრანგეთის თასზე) და მოედანს 10 იანვრისთვის დაუბრუნდება.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები