რამოსმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მისი ფავორიტი მესია

29 ნოემბერი 2021

,,პარი სენ ჟერმენის'' მცველმა, სერხიო რამოსმა, ,,სენტ-ეტიენთან'' გამართულ სადებიუტო მატჩი შეაფასა. ესპანელმა, ასევე, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,უნიკალური გრძნობაა. ბედნიერი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდს დავეხმარო. კარგად ვითამაშეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. თანდათან თანაგუნდელებს კიდევ უფრო უკეთ გავიცნობ, რაც გაგვაძლიერებს.

რაც შეეხება მესის, ვხედავ, რომ ის აქ თავს კარგად გრძნობს, ლეო პსჟ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მისი გუნდში ყოფნა პრივილეგიაა. არის თუ არა მესი ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი? დიახ, მე ყოველთვის ჩემი თანაგუნდელებისკენ ვარ და მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ,'' - განაცხადა რამოსმა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,სენტ-ეტიენი'' სტუმრად 3:1 დაამარცხა. მატჩში სერხიო რამოსის დებიუტი შედგა, რომელმაც 5 მაისის შემდეგ პირველად ითამაშა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები