„დოჯერსმა“ ამერიკული სპორტის წლის მთავარი გაცვლა გაჩარხა

05 თებერვალი 2020

გუშინ ღამე, მთელი სპორტული ამერიკა NBA-ს ტრეიდების მოლოდინში იყო კარზე მომდგარი დედლაინის გამო, თუმცა ბლოკბასტერი სრულიად სხვა სახეობაში განვითარდა.

შარშანწინდელი სეზონის MVP მუკი ბეტსი, ოთხგუნდიანი ტრეიდით „ლოს ანჯელეს დოჯერსში“ აღმოჩნდა. ასევე კალიფორნიის მიმართულებით გაემართა მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიჩერი, დევიდ პრაისი.

საბოლოო ჯამში, „დოჯერსმა“ მიიღო:

დეივიდ პრაისი

ლუის რენგიფო

მუკი ბეტსი

„ბოსტონმა“ მიიღო:

ალექს ვერდუგო

ბრუსდალ გრატეროლი

„მინესოტამ“ მოიპოვა:

კენტა მაედა

„ანაჰაიმ ანჯელსმა“:

ჯოკ პედერსონი

ამგვარად, ოთხგზიანი გაცვლების მთავარი მყიდველი სწორედ „დოჯერსი“ აღმოჩნდა. კალიფორნიელებმა 34 წლის ცაცია პიჩერი დეივიდ პრაისი და 27 წლის მუკი ბეტსი მიიღეს, რომლებიც 2018 წლის საჩემპიონი „ბოსტნის“ მთავარ ბირთვს წარმოადგენდნენ.

პრაისი, ლოს ანჯელესური კლუბის პიჩერების როტაციაში, მეორე პოზიციაზე გადაიწევს, კიდევ ერთი ცაცია პიჩერის, კლეიტონ კერშოუს შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პრაისი კერშოუზე ოდნავ დიდ ხელფასს, სეზონში 32 მილიონ დოლარს იღებს კერშოუს 31 მილიონის სანაცვლოდ. 2007 წლის დრაფტის პირველ პიკს კონტრაქტში დარჩენილი კიდევ სამი სეზონი აქვს. თავის მხრივ მუკი ბეტსი წელიწადში 27 მილიონიანი კონტრაქტის უკანასკნელ სეზონს დაიწყებს. საინტერესოა, რომ მხოლოდ ეს სამი მოთამაშე, ჯამში, მიიღებს უფრო დიდ თანხას, ვიდრე MLB–ის 8 გუნდი იღებს 2020–21 წლების სეზონისთვის.

თავის მხრივ „რედ სოქსმა“ აქსცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე და ნიჭიერ პიჩერ ბრუსდარ გრადეროლზე გააკეთა, „მინესოტამ" კი გამოცდლ იაპონელ ჩამწოდებელ კენტა მაედაზე, რომელმაც, ბოლო პერიოდში, „დოჯერსის“ სასტარტო პიჩერების როტაციიდან რელივერებში გადაინცვლა.

ამგვარად, „დოჯერსის“ სახელფასო ჯამი თითქმის 200 მილიონ დოლარამდე მიაღწევს, რაც MLB–ის ყველა დროის რეკორდი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბეიზბოლი, ამერიკული სპორტების ოთხეულიდან ერთადერთია, სადაც სახელფასო ჭერი არ არსებობს.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები