ყველაზე ძვირადღირებული 21 წლამდე ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული

25 ნოემბერი 2021

Transfermarkt ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე 21 წლამდე ფეხბურთელებისგან შემდგარ, ყველაზე ძვირადღირებულ შემადგენლობას გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ სიაში "ბარსელონასა"(ანსუ ფატი, პედრი გონსალესი) და "ბაიერნს" (ტანგი ნიანზუ, ჯამალ მუსიალა) 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ.

იხილეთ სრული თერთმეტეული:

მეკარე: ერსინ დესთანოღლუ (20 წლის, "ბეშიქთაში");

მცველები: დევინ რენში (18 წლის, "აიაქსი"), ტანგი ნიანზუ (19 წლის, "ბაიერნი"), იოშკო გვარდიოლი (19 წლის, "ლაიფციგი"), ნუნუ მენდეში (19 წლის, პსჟ);

ნახევარმცველები: პედრი გონსალესი (18 წლის, "ბარსელონა"), ჯამალ მუსიალა (18 წლის, "ბაიერნი"), ედუარდო კამავინგა (19 წლის, "რეალი");

თავდამსხმელები: მეისონ გრინვუდი (20 წლის, "მანჩესტერ იუნაიტედი"), ქარიმ ადეიემი (19 წლის, "ზალცბურგი"), ანსუ ფატი (19 წლის, "ბარსელონა").

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები