ვან დერ ვაარტი: ,,რონალდუ ბოლომდე იბრძვის, მესი კი დროდადრო მოედანზე დადის, ამ მომენტში ვფიქრობ - არ რცხვენია?''

25 ნოემბერი 2021

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, ,,მანჩესტერ სიტისა'' და ,,პსჟ-ს'' შეხვედრის შემდეგ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,ეს სიტუცია მამწუხრებს. მონდომების საკითხია - თამაში ან გინდა ან არა... თუ მესიმ გოლი ვერ გაიტანა ან საგოლე გადაცემა ვერ გააკეთა, ესე იგი ცუდი მატჩი ჩაატარა.

ვიცი, რომ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთელია, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვის იბრძვის და ცდილობს, მისი გუნდი მაღალ დონეზე აიყვანოს. ლეო კი დროდადრო მოედანზე დადის, ასეთ მომენტში ვფიქრობ: ,,არ რცხვენია?'' წრეზე დადიხარ და პასს ყველა შენ გაძლევს. ამის გამო ვღიზიანდები. ეს სირცხვილია, რადგან ასეთი ფეხბურთელი აღარ დაიბადება.

მსგავსი რამ კუმანის მწვრთნელობის დროს დაიწყო, ეს იყო ვარჯიშზე უარის თქმა, რაც ისეთი ფეხბურთელისგან როგორიც მესია, მიუღებელია,'' - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები