პოჩეტინო: ,,პსჟ-ს თითოეული ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილი ვარ''

25 ნოემბერი 2021

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ბურთის ფლობაში სიტის უპირატესობა არც ისე დიდი ყოფილა  - 55-45-ზე. დიდი უპირატესობა მაშინაა, როცა სხვაობა 70-30-ზეა. არანაირი პანიკა არ გვქონია, პირველ ტაიმში მეტოქე უკეთესი იყო, რაზეც დაშვებული შეცდომების რაოდენობაც მოწმობს.

მეორე ნახევარი უკეთ დავიწყეთ, ანგარიში გავხსენით. თუმცა, მას შემდეგ რაც სიტიმ წონასწორობა აღადგინა, რაღაც უნდა შეგვეცვალა, შედეგად, მეორე გოლიც გავუშვით.

პსჟ-ს თითოეული ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილი ვარ. სეზონის სტარტზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ფლეიოფში გასვლა კარგია,'' - პოჩეტინოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გუშინ ფლეიოფის საგზური ორივე გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები