გვარდიოლა: ,,როცა ბურთი პსჟ-ს აქვს, საშიშროება ყოველთვის არსებობს''

25 ნოემბერი 2021

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,როცა ბურთი მათ აქვთ, საშიშროება ყოველთვის არსებობს. პსჟ-ს გოლმა ჩვენი 5-10-წუთიანი ნოკაუტი გამოიწვია. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც მოვიდნენ და გვგულშემატკივრობდნენ. ჩვენთვის მშვენიერი საღამო გამოვიდა.

0:1-ს ვაგებდით და ვიცოდით, რომ უნდა მოგვემატებინა. ფრეც კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მოვიგეთ. პარიზელები შეტევაში განსაკუთრებით კარგები არიან, ამიტომ თავი გუნდურად უნდა დაგვეცვა.

ბევრი ვიბრძოლეთ და ფლეიოფში გავედით. კარგად ვითამაშეთ და მერვედფინალში ზედიზედ მეხუთედ თუ მეექვსედ გავედით, რასაც ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ,'' - გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გუშინ ფლეიოფის საგზური ორივე გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები