ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, ფლეიოფის საგზური 11-მა გუნდმა გაიფორმა

25 ნოემბერი 2021

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტური, რომლის შემდეგაც მერვედფინალში თამაშის უფლება უკვე 11 გუნდს აქვს განაღდებული.

მე-5 ტურამდე ასეთი 4 კლუბი იყო - ,,ლივერპული'', ,,აიაქსი'', ,,ბაიერნი'' და ,,იუვენტუსი''. მათ კი ,,მანჩესტერ იუნაიტედი'', ,,ჩელსი'', ,,ინტერი'', ,,რეალი'', ,,მანჩესტერ სიტი'', ,,პარი სენ ჟერმენი'' და ,,სპორტინგი'' დაემატათ.

ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ტური 7-8 დეკემბერს გაიმართება და კიდევ 5 მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები