დინამო - პრო რეკო

04 თებერვალი 2020

                                             დინამო - პრო რეკო

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-8 ტურის მატჩს, საქართველოს საუკეთესო გუნდი თბილისის დინამო იტალიური პრო რეკოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 4 თებერვალს, 18:30 ზე, საცურაო კომპლექს ''ოლიმპიკში'' გაიმართება. 

ეს დაპირისპირება კიდევ ერთი დიდი გამოცდაა დინამოელებისთვის, პრო რეკო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მიმდინარე ტურნირის ფავორიტია, 7 ტურის შემდეგ იტალიელები პირველ პოზიციაზე არიან, ხოლო დინამოს ჯერჯერობით ყველა მატჩი წაგებული აქვს.

პირველ წრეში იტალიაში გამართული შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 24:9.

კომენტარები