სოლსკიაერმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ ვესტ ჰემთან მატჩში

23 სექტემბერი 2021

,,მანჩსტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ახსნა, რატომ არ ათამაშა კრიშტიანუ რონალდუ ,,ვესტ ჰემთან'' ინგლისის თასზე წაგებულ შეხვედრაში:

,,რონალდუს გადმოსვლას გუნდზე უკვე დიდი გავლენა ჰქონდა. მას რაც შეიძლება მეტი მატჩის ჩატარება სურს, მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. იმისათვის, რომ სეზონის ბოლოს წარმატებას მიაღწიო, ფეხბურთელებს შორის სათამაშო დრო უნდა გადანაწილდეს.

შემადგენლობაში ბევრი ცვლილება რისკს წარმოადგენს, მაგრამ, იმედი მაქვს, სასურველი რიტმის პოვნას შევძლებთ,'' - სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' შინ ,,ვესტ ჰემთან'' 0:1 დამარცხდა და ტურნირის გამოეთიშა.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები