ქარიმ ბენზემა ლევანდოვსკისა და ჰოლანდზე წინ

20 სექტემბერი 2021

საშინაო ჩემპიონატებში საწყისი ტურები (ლიგა 1-ის გარდა, ტოპ ლიგებში მე-5 შეხვედრებს ატარებენ) მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე თავდამსხმელმა უკვე საკმაო რაოდენობის გოლი მოაგროვა.

Marca 5 შემტევს გვთავაზობს, რომლებმაც 2021/22 წლების სეზონი, გოლებისა და ასისტების თვალსაზრისით, შთამბეჭდავად დაიწყეს.

1. ქარიმ ბენზემა

33 წლის ფეხბურთელმა "რეალის" ნამდვილი ლიდერია, მისი ვინისიუსის დუეტი კი შესანიშნავად მოქმედებს. ფრანგი, 5 მატჩში გატანილი 6 გოლითა და 5 ასისტით, სიის სათავეშია. ქარიმმა თავის გამოჩენა "ვალენსიასთანაც" მოახერხა (როგორც გოლით, ასევე საგოლე პასით).

2. ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონი ისევე კარგად დაიწყო, როგორც გასული გათამაშება დაასრულა. მას 5 შეხვერაში უკვე 7 გოლი (რაც ყოველ 64 წუთში გატანილ ბურთს ნიშნავს) და 3 ასისტი აქვს.

3. რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" მოთამაშემაც მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო, მაგრამ ასისტი არ გაუკეთებია. მან გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 4 გოლი მიითვალა, რაც რეკორდია.

4. მაიკლ ანტონიო პრემიერ ლიგას ჩამონათვალში ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს. 5 მატჩში "ვესტ ჰემის" შემტევის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

5. კილიან მბაპე "რეალში" გადასვლაზე გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ფრანგი ტალანტი პსჟ-ში სეზონს კარგად იწყებს. ლიგა 1-ის ეგიდით ჩატარებულ 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 ასისტია. კილიანმა ბოლოს "ლიონის" წინააღმდეგ მაურო იკარდის გაატანინა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები