დრო, როცა ბარსა უნგრულად საუბრობდა

20 ოქტომბერი 2020

დღეს ''ფერენცვაროში'' გახდება პირველი უნგრული გუნდი, რომელიც ''ბარსელონას'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტადიაზე დაუპირისპირდება. ''ბლაუგრანას'' დღევანდელი მეტოქე არცთუ ძლიერი გუნდია, თუმცა ისტორია, ისევე როგორც უნგრულ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს, ''ფერენცვაროშსაც'' დიდებული აქვს. 
 
უნგრეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორჯერ, 1938 და 1954 წელს ითამაშა, 1954 წლის  უნგრეთის ნაკრები ისტორიაში შევიდა როგორც ''უნგრეთის დიდი გუნდი''. მეტსაც გეტყვით: ამ ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა ''ბარსელონაშიც'' იასპარეზა. 



''იქ იყვნენ ჯადოქრები. უნგრული ფეხბურთი ძალიან განსხვავებული იყო. საოცარი იყო ასეთი ტექნიკურობა, იმ დროისთვის ასე არავის შეეძლო. მათ ასევე ძალიან ძლიერი კლუბები, ''ფერენცვაროში'' და ''ჰონვედი'' ჰყავდათ',' - გაიხსენა ''ბლაუგრანას'' ყოფილმა მოთამაშემ, ხოსეპ მარია ფუსტემ.

Sandor Kocsis

უნგრულ ფეხბურთთან ''ბარსა'' წლების განმავლობაში იყო გადაჯაჭვული. აქ იყვნენ საოცარი ვარსკვლავები, და დიდი გოლეადორებიც. შანდორ კოჩიში და ზოლტან ციბორი შევიდნენ როგორც ''ბლაუგრანას'', ისე ''ფერენცვაროშის'' ისტორიაში. მაგრამ იმ პერიოდში ''ბარსას'' მთავარი ვარსკვლავი ლასლო კუბალა იყო. 

László Kubala Statue | Mapio.net

''კუბალა ისეთ რამეებს აკეთებდა, რაც არასდროს მენახა. ის ნამდვილი ჯადოქარი იყო. პენალტის შესრულებისას, ბურთთან პირველად სწორედ ის გაჩერდა, აქამდე ეს სხვაგან ნანახი არ მქონდა. ზოლტან ციბორი ნამდვილი რაკეტა იყო, როცა ბურთი ჰქონდა. კოჩიში კი თავით უფრო ზუსტად გზავნიდა ბურთს მეტოქის კარში, ვიდრე ფეხით. შანდორი შესანიშნავი გოლეადორი იყო.'' - იხსენებს ფუსტე.

Zoltan Cibor — Vikipedija, slobodna enciklopedija

დღეს ''კამპ ნოუს'' ლასლო კუბალას ქანდაკება ამშვენებს, კაცის, რომელმაც თავისი დიდებული თანაგუნდელები დაჩრდილა და ''ბარსელონაში'' ისტორია დაწერა. 

''ბარსელონა'' და ''ფერენცვაროში'' ერთმანეთს პირველად 1923 წელს შეხვდნენ. ასე რომ, საერთო ისტორიის მიუხედავად, ამ გუნდების დაპირისპირებაც თითქმის ასწლეულს ითვლის. ორი დიდი ტრადიციის მქონე გუნდი დღეს ერთმანეთის პირისპირ კიდევ ერთხელ წარდგება.  

მომზადებულია Marca-ს მიხედვით.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები