კატალონიის "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს, რომ კლუბმა რაფინია ალკანტარას თაობაზე "პარი სენ-ჟერმენთან" შეთანხმებას მიაღწია.
27 წლის ნახევარმცველი ფრანგული გუნდის რიგებში მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში დარჩება.
ფეხბურთელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური პირველად 2006 წელს მოირგო, თუმცა, ხშირმა ტრავმიანობამ მას ძირითად გუნდში სტაბილური ადგილის მოპოვებაში ხელი შეუშალა.
"ბარსა" ტრანსფერის დეტალებს ოფიციალურ საიტზე არ ასაჯაროვებს, თუმცა რაფინიას მადლობას უხდის:
"ბარსელონას" სურს, რომ ალკანტარას ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადოს და მას მომავალში ყველაფერი საუკეთესო უსურვოს" , - ვკითხულობთ განცხადებაში.