FIFA 20 და ქართული ფეხბურთი

10 აპრილი 2020

FIFA 20 და ქართული ფეხბურთი

თანამედროვე მსოფლიოში კიბერსპორტი ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იმ ფონზე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ყველანაირი სპორტული აქტივობა შეწყვეტილია თითქმის მთელს პლანეტაზე, პროფესიონალი სპორტსმენები  ვირტუალურად ეჯიბრებიან და კომპიუტერულ მოედნებზე უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფეხბურთში ამ მხრივ ყველაზე დიდი პოპულარობით FIFA 20 სარგებლობს, რომლის ერთ ერთ ტურნირზე(საიტ 4-3-3-ის ორგანიზებული ტურნირი სახელწოდებით ევროპის ჩემპიონატი) მონაწილეობა მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ, თუმცა დიდი უპირატესობა „გაფლანგა“ საფეხბურთო კლუბ „სევილიას“ მარცხენა მცველ სერხიო რეგილონთან , 3:0-დან 3:4 წააგო.

თანამედროვე ფეხბურთსა და კალათბურთში ძალიან ბევრს განსაზღვრავს თუ როგორი რეიტინგი აქვს ამა თუ იმ სპორტულ სიმულატორში სპორტსმენს. ხშირად გვინახია უკმაყოფილო კალათბურთელები, რომლებიც მაგალითად NBA 2K-ში მინიჭებული „ოვერალით“ უკმაყოფილოები არიან და იქადნებიან, რომ მომავალ სეზონში  ბევრად უკეთესები დაბრუნდებიან, რათა გაცილებით მაღალი რეიტინგი ქონდეთ, ფეხბურთშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა.

„ოვერალის“ შექმნისას დაახლოებით 30 საფეხბურთო კომპონენტი ჯამდება, მაგალითად ისეთები როგორიც არიას სისწრაფე, გამძლეობა, მოედნის ხედვა, ჩაწოდება, შორიდან დარტყმა, დარტყმის სიძლიერე, ბურთის კონტროლი, დრიბლინგი, თავით თამაში და ასე შემდეგ.

FIFA 20-ში სამი ტიპის(ფერის) ფეხბურთელები გვხდებიან სიძლიერის მიხედვით: ოქროსფერი - საფეხბურთო ელიტა, ვერცხლისფერი - საშუალო დონე, ბრინჯაოსფერი - ახალგაზრდები, რომლებიც ახლა იწყებენ დიდ საფეხბურთო კარიერას და თავის გამოჩენა ვერ მოასწრეს ან სუსტი ფეხბურთელები მაგალითად ინგლისის ქვედა დივიზიონებიდან, ანდაც კორეის საფეხბურთო ლიგიდან.

საინტერესო იქნება გადავხედოთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს FIFA 20-ში, თუ როგორი რეიტინგები აქვთ და რა ძალას წარმოადგენენ ამ მომენტისათვის, ვინაიდან თამაშის განახლება (UPDATE) ყოველკვირეულად ხდება, ნაჩვენები შედეგებიდან და სპორტული ფორმიდან  გამომდინარე მოთამაშის რეიტინგი ცვალებადია .

ამ მომენტისთვის FIFA 20-ში 26 ქართველი ფეხბურთელი იძებნება(24 ვერცხლისფერი, 2 ბრინჯაოსფერი), თუმცა გიორგი ბერიძის მხოლოდ სურათი და მონაცემებია, ვინაიდან იგი ბელგიის მეორე ლიგის „ლოკერენში“ თამაშობს, დარჩენილი 25 ფეხბურთელით კი შეგიძლიათ Ultimate team-ის რეჟიმში შექმნათ საქართველოს ნაკრები და ითამაშთ როგორც ამხანაგური, ასევე ოფიციალური ტურნირებიც.

რუსული „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია ყველაზე მაღალ რეიტინგიანია ქართველ ფეხბურთელებს შორის, რომლის „ოვერალი“ 76-ია. მცველი სატრანსფერო ბაზარზე ორი „ბაჯით“ არის წარმოდგენილი, სტანდარტულით და ჩემპიონთა ლიგის.

საკმაოდ სწრაფია ცენტრალური მცველისთვის 74, გამოირჩევა ძლიერი „სტამინით“ 82 და გამძლეობით 86. საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს დაცვითი ფუნქციების შესრულებისას.

საქართველოს ნაკრების ლიდერებს გიორგი ჩაკვეტაძეს და ჯანო ანაიძეს ამ მომენტისთვის

FIFA 20-ში ერთნაირი რეიტინგი გააჩნიათ - 74. „ჩაკვე“ მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზეა, ხოლო ანანიძე შემტევი ნახევარმცველის. გიორგის მთავარი პლიუსები სიმულატორის მიხედვით სისწრაფე (აჩქარება 82, სპრინტი 83) და დრიბლინგია (საზრიანობა 87, ბალანსი 76, ბურთის კონტროლი 76, დრიბლინგი 78). ამას ემატება ის ფაქტიც, რომ გიორგი საკმაოდ ახალგაზრდაა და კარიერის თამაშს თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად აიყვანეთ გუნდში, ვინაიდან რეიტინგში მომატების სერიოზული პერსპექტივა გააჩნია.

ჯანოს მთავარი პლიუსები მოედნის ხედვა (75) და საზრიანობაა (90). საკმაოდ მაღალია ანანაიძის აჩქარების მაჩვენებელი 84,თუმცა სპრინტში საკმაოდ დაბალია 67. ასაკიდან გამომდინარე ჯანოს მთავარი მინუსი ის გახლავთ, რომ სათამაშო აგრესია აქვს საკმაოდ დაბალი და მალე იღლება.ასაკიდან გამომდინარე „ოვერალში“ მატება თითქმის გამორიცხულია.

საქართველოს ნაკრების ერთბაშად სამ ფეხბურთელს გააჩნია რეიტინგი 72. ეროვნული გუნდის კაპიტან გურამ კაშიას ფიზიკური მონაცემები 79-თ ფასდება (ჰაერში თამაში 77, გამძლეობა 82, აგრესია 83), საკმაოდ საიმედოა ბურთის ართმევაში 72, თუმცა ძალიან სუსტია მეტოქის კარისკენ დარტყმებში (საშუალო რეიტინგი 27), სპრინტის გრაფაში 42 ქონდა მითითებული, თუმცა უკანასკნელი აფდეითის შემდეგ ეს მაჩვენებელი 46-ით შეიცვალა.

გიორგი ქვილითაიას მთავარი პლიუსი ფიზიკური სიძლიერეა (88), მაღალი მაჩვენებელი აქვს შეტევით ფუნქციებისას: პოზიციის შერჩევა 73, დამამთავრებელ ფაზაში - 74. მთავარ მინუსად მაინც ის აქვს, რომ აჩქარების სისწრაფე საკმაოდ დაბალია 67, რაც მას FIFA 20-ში საჯარიმოს მოთამაშედ აქცევს.

ვაკო ყაზაიშვილის მონაცემებში გამორჩეულია მისი შორეული დარტყმები - 80, დრიბლინგი 82 და ბალანსი 82, ასევე გამოირჩევა კრეატიულობით. პოზიციად მარცხენა ნახევარმცელი აქვს მითითებული, თუმცა ჩვენ ხომ ვიცით ვაკოს უნივერსალიზმი, რომელსაც შემტევ ნახევარმცველად და ხანდახან თავდამსხმელადაც უწევს თამაში, უფრო სამართლიანი იქნებოდა თუ FIFA 20-ში მას მარცხენა ვინგერის პოზიციას მისცემდნენ.

ავსტრიული „შტურმის“ ფეხბურტელი ოთარ კიტეიშვილი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეა გამწესებული, გააჩნია საშუალო მაჩვენებლები: სისწრაფე 73, დარტმა 66, პასი 65, დრიბლინგი 73. პოპულარულ სიმულატორს ვერ დავეთანხმებით, იმ საკითხში, რომ „კიტეს“ დაცვითი ფუნქციების შესრულება არ შეუძლია(42), მას  საქართველოს ნაკრებში საყრდენის პოზიციაზე არაერთი მატჩი ჩაუტარებია და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

FIFA 20-ში  საბა ლობჟანიძე ყველაზე სწრაფი ქართველი ფეხბურთელია  - 88 (აჩქარება 87, სპრინტი 88), ასევე მაღალი მაჩვენებლები გააჩნია ბალანსში 83, შეუძლია სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება (საზრიანობა 86).ვაკოს მსგავსად, საბასაც პოზიციად მარცხენა ნახევარმცველი უწერია, არადა უფრო ვინგერია.

საქართველოს ნაკრებს მეკარის პოზიციაზე ერთადერთი წარმომადგენელი ყავს FIFA 20-ში და ეს გიორგი მაკარიძეა.”ვიტორია სეტუბალის“ გოლკიპერს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს და ეს მის რეიტინგზეც აისახა, რომელიც სავარაუდოდ FIFA21-ში კიდევ უფრო გაიზრდება.

მაკარიძის მთავარ პლიუსად ხაზზე თამაში 76 და სწრაფი რეფლექსებია მიჩნეული (73), თუმცა საკმაოდ ნელია (28) და ასევე მაინდამაინც კარგად ვერ თამაშობს ფეხით 56.

სხვა ქართველი ფეხბურთელები FIFA 20-ში :

ხოჭოლავა  70, ხარაიშვილი 69, აბურჯანია 69, კაკაბაძე 68, პარუნაშვული 68, პაპუნაშვილი 68, ზარანდია 68, გვილია 67, ბერიძე 67, მერებაშვილი 67, სანაია 66, ჰუფენგალი 66,სხირტლაძე 66, ვატო არველაძე 64(ბრინჯაო), ხარაბაძე 63 (ბრინჯაო).