საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანტიჩის ჯადოსნური სამი წელი

07 აპრილი 2020

1995-96 წლების სეზონი, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც მადრიდის ატლეტიკოს ისტორიაში, ყველაზე წარმატებულად ითვლება. ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე გუნდი რადომირ ანტიჩმა ჩაიბარა, გუნდი რომელიც წინა სეზონში, , ლა ლიგიდან, გავარდნას ბოლო ტურში, მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სევილიასთან ფრედ 2:2 ითამაშა. იმ ატლეტიკოს პრეზიდენტი ხესუს ხილი ხილი იყო, ექსცენტრიული და ძალიან თავისებური ადამიანი, რომელმაც 1994-95 წლების სეზონში, კლუბიდან ოთხი მწვრთნელი გაუშვა. სწორედ ასეთ ადამიანთან წავიდა ურთიერთობაზე ანტიჩი, რომელსაც მშვიდად შეეძლო ხელშეკრულების ვალენსიასთან გაფორმება, მითუმეტეს რომ წინასწარი კონტრაქტი, უკვე ხელმოწერილი იყო.

რატომ აღმოჩნდა სერბი ატლეტიკოში, სამუდამოდ გაურკვეველი რჩება. ამ გარიგების ორივე მოქმედი პირი, აწ უკვე გარდაცვლილია, თუმცა ამაზე ისინი არც მაშინ საუბრობდნენ, როდესაც ცოცხლები იყვნენ. მაშ ასე-რადომირ ანტიჩი მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი გახდა!!! და რა გააკეთა სერბმა გუნდში მისვლიდან პირველ დღეებში? 35 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდიდან, მან 15-ს კარისკენ მიუთითა, მათ შორის თავის დროზე, გუნდში ვარსკვლავური სტატუსით მოსულებს, კოლუმბიელ ადოლფო ვალენსიას და რუს იგორ დობროვოლსკის.

აქ ისევ გვიწევს ხესუს ხილი ხილის პერსონის გახსენება. ადამიანისთვის, რომელიც იმდენად ექსცენტრიული იყო, რომ სტადიონის VIP ლოჟაში ოქროს ჯაჭვზე გამობმული ნიანგით მიდიოდა და ადამიანისთვის, რომელმაც თავისი კლუბის სათამაშო მაისურზე MARBELLA ანუ იმ ქალაქის სახელი დააწერა, რომლის მერიც იყო, ურთულესი ასახსნელი იყო, რომ მისი სატრანსფერო პოლიტიკა არ ვარგოდა. ანტიჩმა ხესუს ხილი ხილს არა მარტო ის „გაუიასნა“, რომ პრეზიდენტი ფეხბურთელების შერჩევისას ცდებოდა, არამედ ისიც დააჯერა, რომ პატივცემულ ხილი ხილს აწი ის მოთამაშეები უნდა ეყიდა, რომელთა გუნდში ყოლასაც, საჭიროდ, მთავარი მწვრთნელი ჩათვლიდა.

ძალიან მძიმე საუბრების შემდეგ დაიწყო პროცესი, რომელსაც ეს საუბრები უნდა დაეგვირგვინებინა, მაგრამ პროცესის დაწყებისთანავე მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ონოპკომ, რომელიც ანტიჩსს, ყოფილ კლუბ ოვიედოში ჰყავდა, პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი სატრანსფერო მოლაპარაკებები ჩააგდო, სამაგიეროდ გუნდში მივიდნენ მეკარე ხოსე ფრანსისკო მოლინა, რომელიც ანტიჩმა გუნდში პირველი გოკიპერის სტატუსით მიიყვანა, ლიუბო პენევი, რომელიც მსგავსად ანტიჩისა, ხილი ხილმა ვალენსიას წაართვა და რომელიც 16 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი ლეო ბიაჯინი და რაც მთავარია მილენკო პანტიჩი. თანამემამულე ანტიჩმა ბერძნულ პანიონიოსში აღმოაჩინა. პანტიჩი აშკარად გამოსარჩევი პერსონაა. ატლეტიკოში გადასვლისას იგი უკვე 29 წლის იყო. მის ტრანსფერში როხი ბლანკომ ფაქტიურად „კაპიკები“ დახარჯა. სერბი ნახევარმცველი აღმოჩნდა ის მოთამაშე, რომელმაც თასის ფინალში ბარსელონას გადამწყვეტი გოლი გაუტანა, მთლიანობაში კი სადებიუტო სეზონში ათი გოლი შეაგდო, ხოლო შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი თავი ხუთჯერ გამოიჩინა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „მე ვიყავი მწვრთნელი მინდვრის მიღმა, ხოლო პანტიჩი კი იყო მწვრთნელი მოედანზე“ ასე დაახასიათა ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ანტიჩმა თავისი თანამემამულე

გუნდის დაკომპლექტების რთული პროცესის შემდეგ, გადასაჭრელი იყო, კიდევ არაერთი საკმაოდ რთული საკითხი, მაგალითად როხიბლანკოში ნათლად იდგა ფეხბურთელების ურთიერთობების და შეთამაშების საკითხი. „ატლეტიკო“ კარგი გაგებით იყო „ბანდა“, გუნდი რომელიც შედგებოდა ძალიან ამბიციური და ისეთი ძლიერი ხასიათის მქონე მოთამაშეებისგან როგორებიც იყვნენ, დიეგო სიმეონე, ხუან ვისკაინო და ხოსე ლუის კამინერო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრიო, ისევე როგორც მათ დამატებული პანტიჩი, იყო ანტიჩის სათამაშო სქემის მთავარი ქვაკუთხედის, ანუ ნახევარდაცვის ოთხეული. სერბი სპეციალისტის მთავარი დამსახურება, სწორედ ამ კვარტეტის შეკვრა იყო, ოთხეულის რომელიც ცენტრში არაფერს თმობდა და ამხადებდა საფუძველს გუნდის წარმატებებისთვის

ლა ლიგის 1995-96 წლების სეზონი განსხვავებული იყო. მოგებაზე სამი ქულის დარიცხვა დაიწყო. ატლეტიკო მეორე ტურიდან მოყოლებული ლიდერობდა და პირველი პოზიცია მხოლოდ ორჯერ დათმო, ისიც გუნდი გათამაშების ცხრილში მხოლოდ ერთი საფეხურით დაქვეითდა. მეორე ადგილზე გასულ ვალენსიას მადრიდელებმა ოთხი, ხოლო მესამე საფეხურზე დამკვიდრებულ ბარსელონას კი შვიდი ქულით გაასწრეს. 38-ე ტურში ვინსენტე კალდერონზე ატლეტიკომ ვალენსიასთან 2:3 წააო. ამ მოგებამ ღამურებს სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირებინა. ,41-ე ტურში კი ანტიჩის გუნდმა ქულები, ტენერიფეშიც დაკარგა, მაშინ როდესაც ვალენსიამ ესპანიოლი დაამარცხა. სხვაობა ორ ქულამდე დავიდა. ბოლო მატჩი ატლეტიკოს სახლში ალბასეტესთან ჰქონდა. დიეგო სიმეონემ და კიკო ნარვაესმა მეტოქეს პირველივე ტაიში თითო გოლი გაუტანეს და მადრიდელებმა მატჩი 2:0 მოიგეს.

ამ მატჩამდე თვენახევრით ადრე იყო კიდევ ერთი ტრიუმფი. სარაგოსაში ლა რომარედაზე რადომირ ანტიჩი ძალიან უყვარდათ. ესპანეთში სერბის სამწვრთნელო დებიუტი, სწორედ სარაგოსაში შედგა, გარდა ამისა როგორც ფეხბურთელმა ლა რომარედეზე ანტიჩმა სამი ძალიან კარგი სეზონი გაატარა. მწვრთნელობისას მან კლუბი, რომელიც საშუალო დონის შემსრულებლებით იყო დაკომპლექტებული, მეხუთე ადგილზე გაიყვანა და უეფას თასზე თამაშის საშუალება მისცა. სწორედ სარაგოსაში ჩატარდა თასის ფინალი, რომელშიც ატლეტიკოს მეტოქე ბარსელონა იყო. მადრიდელებს, ანტიჩის ხათრით, ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდათ. საბოლოოდ მილენკო პანტიჩის მიერ 102 წუთზე გატანილი გოლის წყალობით, როხიბლანკომ თამაში მოიგო და სეზონის დუბლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ოქროს დუბლის შემდეგი სეზონი რთული გამოდგა. ანტიჩს და ხესუს ხილი ხილის შორის ურთიერთობა ზაფხულშივე დაიძაბა. სერბს გუნდში რონალდოს მიყვანა სურდა, პრეზიდენტს კი სხვა გეგმები ჰქონდა, მისი მთავარი სატრანსფერო მიზანი, ხუან ედუარდო ესნაიდერი იყო და არა იმიტომ რომ არგენტინელი ბრაზილიელს სჯობდა, არამედ იმიტომ რომ ესნაიდერი, მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო. გიჟმაჟ ხილი ხილს კი თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად რეალისთვის ფეხბურთელის წართმევა სჭირდებოდა, სინამდვილეში კი წასართმევიც არაფერი იყო. სამეფო კლუბში ფორვარდს კარიერა არ აეწყო, ამიტომაც რეალმა არგენტინელი გუნდიდან ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა. ესნაიდერმა ლუიბო პენევი შეცვალა, 16 გოლი გაიტანა, მაგრამ ხილი ხილთან დამოკიდებულება მაინც გაუფუჭდა. პრეზიდენტს სურდა რომ 23 წლის თავდამსხმელს მისთვის ჩემპიონის მორიგი ტიტული მოეტანა. იგი ითხოვდა რომ თამაში სწორედ ესნაიდერზე აწყობილიყო, რაც ანტიჩის სათამაშო სტრატეგიას, რომელიც პირველ რიგში გუნდურობას ემყარებოდა, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ ესნაიდერი გუნდიდან სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა

ანტიჩსს და პრეზიდენტს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება ამსტერდამში მოხდა. აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის პირველი ¼ ფინალის ჩატარებამდე, ხილი ხილმა აიაქსს დამცინავად “FC CONGO” უწოდა. ამ რასისტული გამოხტომის გამო სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ნორმალურ ვითარებაში გუნდის მომზადება წარმოუდგენელი გახდა. მიუხედავად ამისა ატლეტიკომ ამსტერდამიდან საკმაოდ კარგი რეზუტატი 1:1 წამოიღო. გათავხედებული ხილი, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო მეტად გაათავხედა. იგი არ ჩერდებოდა, სიტუაციას ხელოვნურად ძაბავდა. ნათელი ხდებოდა რომ პრეზიდენტის გამო, გუნდში ურთიერთობა ირეოდა. საბოლოოდ ორ რაუნდიანი ბრძოლა აიაქსმა, მადრიდში დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით მოიგო და ატლეტიკოსთვის სეზონი ფაქტიურად ნაადრევად დასრულდა

გაშმაგებული ხილი უკვე არავის აღარაფერს უჯერებდა. 1997-98 წლების სეზონის დაწყების წინ, მან გაყიდა დიეგო სიმეონე და გუნდში ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟუნინიო მიიყვანა, ხოლო ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი კრისტიან ვიერი შეიძინა. ეს უკვე აღარ იყო ანტიჩის გუნდი, ეს ხილი ხილის გუნდი იყო. ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად სრული ქაოსისა ატლეტიკომ უეფას თასის ½ ფინალამდე მიაღწია და იქ ლაციოსთან დამარცხდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში, ყველაფერი ანტიჩსს დააბრალა და სერბი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან პირდაპირ ეთერში მოხსნა

ამის შემდეგ, ანტიჩსს დასახმარებლად ხესუს ხილი სილმა კიდევ ორჯერ მიმართა, უმადურ პრეზიდენტთან სერბმა მუშაობა არც ერთხელ ითაკილა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა, ისევე როგორც რადომირ არნტიჩის ბარსელონური და ჩინური თავგადასავლები...

 

 

 

ავტორი:

კომენტარები