საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბრიტანელ-ირლანიელი ლომების სიმბოლური ნაკრები 2021 წლისთვის

06 აპრილი 2020

2021 წლის ყველაზე საინტერესო სარაგბო მოვლენა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სარაგბო ტურნეა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. ბრიტანეთი უკვე ემზადება ამ დიდი მოვლენისთვის და ტურნემდე 1 წლით ადრე  საშოტლანდიური რაგბის ლეგენდამ, სერ იენ მაკგიჩენმა თავისი სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელიც ვორენ გეთლენდმა უნდა წაიყვანოს აფრიკულ ტურნეში.

N15 სტიუარტ ჰოგი

ჰოგი თავისი კარიერის პიკზე იმყიფება და უმაღლესი დონის რაგბის დემონსტრირებას ახდენს. ფულბეკის პოზიციაზე ჩემთვის სტიუარტი შეუცვლელი ფიგურაა.

N11 ენტონი ვოტსონი  N14 ლიამ უილიამსი

გარემარბების პოზიციაზე ორ გამოცდილ მორაგბეს დავაყენებდი. N11-ზე  ინგლისელ ენტონი ვოტსონს გავამწესებდი, რომელიც ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია და დაკიდებულ ბურთებსაც ფანტასტიკურად იჭერს, შეუძლია პრესინგის დროს თავი კარგად წარმოაჩინოს. ერთნაირად კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მეორე ფრთაზე კი ვათამაშებდი უელსელ ლიამ უილიამსს, რომელიც თავისი უნივერსალიზმით ხელშეუხებელ ფიგურად მიმაჩნია.

N12 ჯონათან დევისი N13 მანუ ტუილაგი

უელსელი ჯონათან დევისი შუამარბის პოზიციაზე  ჩემი უპირველესი არჩევანია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. N12-ის პოზიციას დავუთმობდი  ინგლისელ მანუ ტუილაგის - ფიზიკური  ძალა, ფეთქებადობა და ოფლოადის ტექნიკა მის ყოფნას „ბრიტანელი ლომების“ ტურზე აუილებელს ხდის.

N10 ოუენ ფარელი

გამთამაშებლის პოზიციისთვის ამ მომენტისთვის საუკეთესოდ ინგლისელი ოუენ ფარელი მიმაჩნი. მოედნის კარგი ხედვა, შესანიშნავად ურტყავს ბურთს მეტოქისკენ კარისკენ, ასევე ძალიან ძლიერია მენტალურად. მის კონკურენტებად განიხილებიან უელსელი დენ ბიგარი  და შოტლანდიელი ფინ რასელი, ჯონათან სექსტონზე აღარაფერს ვიძახი, რომელიც უდიდესი მორაგბეა ირლანდიის ისტორიაში, თუმცა ბოლო პერიოდში უბრალოდ საშინლად თამაშობს.

N9 გარეთ დევისი

ჩემი ფავორიტი უელსელი გარეთ დევისია, რომელიც ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია და ასევე შეუძლია მაღალ სისწრაფეზე ათამაშოს „ლომები“. მის კონკურენტებად განვიხილავ თანამემამულე რის ვებს, ირლანდიელ კონორ მარეის და შოტლანდიელ ალი  პრაისს.

N8 ბილი ვუნიპოლა

6 ერის მიმდინარე გათამაშებიდან გამომდინარე ირლანდიელ სი ჯეი სთანდერს ავირჩევდი, მაგრამ თუ ჯანმრთელი იქნება და კარგ სპორტულ ფორმაში, ინგლისელ ბილი ვუნიპოლას კონკურენტი არ ყავს.

N6 ჯეიმი რიჩი  N7 ტომ ქარი

ფლანკერების არჩევისას მოგვიწევს დავაბალანსოთ მორაგბეები როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. მოედანზე გეთლენდს დასჭირდება ლიდერი, რომელიც პირველ რიგში ბევრს იფიქრებს და შეძლებს წინასწარ გათვალოს მოწინააღდეგის გადაწყვეტილება. შერკინებაში „მარცხენა“ ფლანკერის პოზიციაზე შოტლანდიელ ჯეიმი რიჩის დავაყენებდი, თუმცა მასთან ძალიან ახლოს არიან კონკურენციით ინლისელი კორტნი ლოუზი და ირლანდიელი პიტერ ო’მაჰონი. „მარჯვნიდან“ ჩემს არჩევანს ინგლისელ ტომ კარიზე გავაკეთებდი, თუმცა მის ადგილზე პრეტენზიას ისეთი მორაგბეები გამოთქვავენ, როგორებიც არიან უელსელი ჯასტინ ტიპურიკი და შოტლანდიელი ჰემიშ ვოტსონი.

N4 მარო იტოჯე  N5 ჯეიმს რაიანი

შერკინების მეორე ხაზი - აი ნამდვილი თავსატეხი, თუ რომელ მორგაბეთა წყვილი ავირჩიო, არჩევანი კი მართლაც მრავალფეროვანია: მარო იტოჯე, ჯორჯ კრუიზი, ჯო ლანჩბრი, იენ ჰენდერსონი, ჯეიმს რაიანი, ალუ ვინ ჯონსი და გრანტ გილკრისტი. ამ მომენტისთვის საუკეთესო უელსელთა კაპიტანი ალუ ვინ ჯონსია, თუმცა ჩემთვის უმთავრესი მოედანზე „სათამაშო ქიმიაა“, ასე რომ იტოჟე-რაიანის წყვილს ვირჩევ.

N3 ტაიგ ფერლონგი

მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ჩემი ფავორიტი ირლანდიელი ტაიგ ფურლონგია, რომელსაც შეუძლია ურთულეს მომენტებში საკუთარ თავზე აიღოს ლიდერობა და სუპერ-გმირი გახდეს. მას კონკურენციას გაუწევენ ინგლისელი კაილ სინკლერი და შოტლანდიელი ზანდერ ფაგერსონი.

N2 ჯეიმი ჯორჯი

ჰუკერის პოზიციისთვის კონკურენციაშ ერთბაშად 4 მორაგბეა: უელსელი კენ ოუენსი, შოტლანდიელი სტიუარტ მაქინალი,ინგლისელები ლუკ ქოვან დიქი და ჯეიმი ჯორჯი. მე ამ უკანასკნელზე შევაჩერებდი არჩევანს, ვინაიდან იგი შეტევაშიც ძალიან მრავალფეროვანია და ასევე გამოირჩევა სტაბილურობით.

N1 რორი საზერლენდი

შოტლანდიელმა რორი საზერლენდმა 6 ერის უკანასკნელ გათამაშებაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგი ძალიან ტექნიკურია და ამსთან ერთად საკმაოდ სწრაფადაც დარბის, რაც მის მარგიქმედების კოეფიციენტს უფრო მაღლა სწევს. რორის კონკურენტებად მივიჩნევ ინგლისელ მაკო ვუნიპოლას და ელის გენჯს.

შეგახსენებთ, რომ ამ სიმბოლური ნაკრების შემდგენმა სერ იან მაკგიჩენმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა „ბრიტანელი ლომების“ ტურნეში სამხრეთ აფრიკელთა წინააღდეგ, 1974 წელს „ბრიტებმა“ მოიგეს, ხოლო 77-ში დამარცხდნენ.

მოგვიანებით სერ იანი „ლომებს“ წვრთნიდა 1989, 1993, 1997 (მოიგო სერია სამხრეთ აფრიკასთან 2:1) და 2009 წლებში.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები