პრემიერლიგის 10 საუკეთესო მეკარე

05 აპრილი 2020

მეკარის პოზიცია ფეხბურთში შესაძლოა შედარებით ნაკლებად დაფასებული, თუმცა ამასთანავე უმნიშვნელოვანესია. კარგი მეკარის გარეშე, ალბათ, შესაძლებელია კონკრეტული თამაშების მოგება, თუმცა თითქმის წარმოუდგენელია საბოლოო მიზნის მიღწევა.

ინგლისის პრემიერლიგა არსებობის ისტორიაში ყოველთვის იყო ერთ-ერთი მოწინავე ჩემპიონატი, სადაც უამრავ გამორჩეულ გოლკიპერს უთამაშია, მათ შორის 10 საუკეთესო BBC სპორტის მკითხველებმა დაასახელეს, ხოლო მათ შესახებ, ტურნირის ისტორიაში გამორჩეულმა ფორვარდებმა, ალან შირერმა, გარი ლინეკერმა და იან ვრაითმა ისაუბრეს. 

1. პეტერ შმეიხელი 

310 მატჩი პრემიერლიგაში, 128 - კარი მშრალად. 

გარი ლინეკერი: შმეიხელი უდავოდ იყო საუკეთესო მეკარე ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ფენომენი მეკარეებში, მსგავსი სეივები არასდროს მინახავს, მას დაუჯერებელი კარიერა ჰქონდა. 

იან ვრაიტი: მას მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრაში გავუტანე, დანიელი იყო ერთადერთი მეკარე, რომელის წინააღმდეგ თამაშის წინ ვფიქრობდი თუ რანაირად შეიძლებოდა მისთვის გოლის გატანა. 

2. პეტერ ჩეხი 

443 თამაში, 202 მშრალად. 

ლინეკერი: მის დასახასიათებლად სტატისტიკური მონაცემები და ინდივიდუალური ჯილდოები კმარა. თამაშების თითქმის ნახევარში გოლი არ გაუშვა, 4-ჯერ მიიღო ოქროს ხელთათმანი, მოიგო აბსოლუტურად ყველა ტიტული და 9-ჯერ გახდა ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელი. 

3. ედვინ ვან დერ სარი 

313 თამაში, 132 მშრალად. 

ვრაიტი: 1311 წუთი გოლის გაუშვებლად, მსოფლიოს რეკორდი ! 

ლინეკერი: ვან დერ სარმა შესანიშნავად დაგვანახვა მეკარის პოზიციის მნიშვნელობა, სანამ ის მივიდოდა, იუნაიტედს ძალიან უჭირდა, შმეიხელის მერე. 

4. დევიდ სიმენი 

თამაში 340 , მშრალად 140. 

ლინეკერი: ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე რთული ბურთი სწორედ სიმენს აქვს აღებული, დაახლოებით 3 მეტრიდან. მაშინ უბრალოდ ვერ დავიჯერე, რომ ეს მართლა მოხდა. ის ძალიან ძლიერი იყო. 

5. დავიდ დე ხეა 

304 მატჩი, 108 მშრალად. 

ალან შირერი: როდესაც ის ინგლისში გადმოვიდა, ძალიან ბევრი აკრიტიკებდა, არ იყო ფიზიკურად ძლიერი, უშვებდა არაერთ შეცდომას. შემდეგ ყველას დაანახა თავისი შესაძლებლობები, დღეს ისევ რთული პერიოდი აქვს, ზოგადად მეკარის შეცდომები ყოველთვის თვალსაჩინო და აშკარაა, ისინი განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში ექცევიან .

ვრაითი: ბოლო წლების იუნაიტედი კარგი ისედაც არ არის, თუმცა არ ვიცი საერთოდ სად იქნებოდნენ ისინი ესპანელის გარეშე. 

6. ალისონი 

304 მატჩი, 108 მშრალად. 

შირერი:  ალისონი და ვირჯილ ვან დაიკი არიან ლივერპულის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, ისინი ქმნიან განსხვავებას. 

ლინეკერი: ლივერპულში მან სიმშვიდე მოიტანა, გაიხსენეთ გუნდის წინა მეკარეები...

7. ედერსონი

99 თამაში, 45 მშრალად.

ვრაითი: ზუსტად ისეთია, როგორიც სიტის ჭირდება. მომავლის მეკარე.

შირერი: ედერსონი ჩემი გუნდელების სრულ უმრავლესობაზე უკეთ თამაშობს ფეხით. 

8. იენს ლემანი 

148 თამაში, 54 მშრალად. 

ვრაითი: გერმანელი ნამდვილად არ იყო ის, ვისაც 100 პროცენტით ენდობოდი, უშვებდა შეცდომებს, თუმცა იყო ნამდვილი ლიდერი, გამორჩეული ხასიათის ფეხბურთელი. 

9. შეი გივენი 

451 თამაში, 113 მშრალად. 

შირერი: ფეხით ვერ თამაშობდა საუკეთესოდ, რაც დღეს უმნიშვნელოვანესია. თუმცა იყო საოცრად პროფესიონალი, ყოველთვის ძალიან ბევრს შრომობდა. 

ვრაითი: კარგი იყო კარის ხაზზე, ჰქონდა საოცარი ფიზიკური მომზადება. 

10. დევიდ ჯეიმსი 

572 მატჩი, 169 მშრალად. 

შირერი: მან 500 ზე მეტი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, წარმოუდგენელია იყო ცუდი და ამ დონეზე ამდენი ითამაშო. 

ავტორი: გიორგი პავლიაშვილი

კომენტარები