მადონას და დენის როდმანის SEX  sTOrY

05 აპრილი 2020

მადონას და დენის როდმანის SEX  sTOrY

მომენტი, როდესაც დენის როდმანი სუპერ ვარსკვლავი გახდა...

„მადონასთან სექსი არცისე ველური, გიჟური ან ორიგინალური ყოფილა, როგორც თქვენ წარმოიდგენთ სექსუალურ ფანტაზიებში, თუმცა „ჩამთრევი“ ნამდვილად იყო. ის ლოგინში „სუპერ-აკრობატი“ არასდროს ყოფილა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ გაფუჭებული თევზივით თავისთვის „ეგდო“.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ისტორია სექსზე არაა.

კიდევ უფრო გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ 1993 წლამდე დენის როდმანი აბსოლიტურად ნორმალური ადამიანი იყო...

რათქმაუნდა, ცოდვები მანამდეც ქონდა, თუნდაც ის, როდესაც „დეტროიტის“ საკალათბურთო დარბაზთან ახლოს, საკუთარ მანქანაში  იარაღით ხელში  იპოვეს... როდმანი დღემდე ამტკიცებს, რომ თავის მოკვლას არ აპირებდა წაგებული საპლეიოფო სერიის შემდეგ, თუმცა ამის ნაკლებად სჯერათ.

ხისტი ყოველთვის იყო,თანაგუნდელებთანაც და მოწნააღმდეგეებთანაც. ლარი ბერდს პირდაპირ ეთერში აუხსნა რატომ გახდა ვარსკვლავი: ერთადერთი თეთრი ხარ, რომელსაც კალათისკენ ბურთის სროლა შეუძლია, მაგიტომ დაგარქვეს „სტარი“, შენ რომ ჩვენნაირი ზანგი (NEGRO) ყოფილიყავი, ერთ ჩვეულებრივი კალათბურთელად დარჩებოდი ცხოვრების ბოლომდე“.

როდმანს მძიმე ბავშვობა ქონდა, მამის გარეშე გაიზარდა, რამაც თავისი დაღი დაასვა მის ცხოვრებას,თუმცა მაინც შეძლო „გეტოს“ გადალახვა და ჩაკ დეილის „დეტროიტ პისტონზის“ ერთ ერთ უცვლელ წევრად იქცა. ის „ცუდ ბიჭებში“ ყველაზე ხისტი და დაუნდობელი იყო. „მოტორ სიტის“ წარმომადგენლები კი საკალათბურთო მოედანზე სისხლს უშრობდნენ ახალგაზრდა მაიკლ ჯორდანს და მის „ჩიკაგო ბულზს“.

93-ში ყველაფერი შეიცვალა. ჩაკ დეილი „დეტროიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანათავისუფლეს, დენისის გელფრენდმა, რომელთანაც მისტერ როდმანს საერთო შვილი, პატარა გოგონა ყავდა, მოულოდნელად განშორება მოითხოვა. კალათბურთელის პირად და სპორტულ კარიერაში უცბად ყველაფერი თავდაყირა დადგა.

როდმანი კონფლიქტში შედის „პისტონზის“ ხელმძღვანელობასთან და სასწრაფო წესით ითხოვს სხვა გუნდში გაცვლას. იგი არ გადის სეზონის წინა მატჩებზე სათამაშოდ და შესაბამისად 1 ოქტომბერს „სან ანტონიო სპურსმა“ იდეალური ტრანსფერი გაჩარხა  - კლუბის ვარსკვლავ დევიდ რობინსონს დენის როდმანი შეუწყვილა - TWO TOWERS.

ტეხასის შტატში ყველას თავისი გეგმა აქვს დენისთან დაკავშირებით. გუნდის მწვრთნელი ჯონ ლუკასი აპირებს რობინსონის ირგვლივ „შავი საქმის“ მკეთებელი კალათბურთელები შეკრიბოს, სიაში პირველი როდმანია. „ადმირალს“ სურს ახალი თანაგუნდელი ჭეშმარიტ ქრისტიანად აქციოს, გენერალური მენეჯერი გრეგ პოპოვიჩი ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს და თვლის, რომ მძიმე ხასიათის „ბიჭი“ მის გუნდს მაინც გამოადგება.

ამასობაში როდმანი ჩადის სან ანტონიოში.

პირველი შეხვედრა კლუბის ლიდერ დევიდ რობინსონთანაა. „ადმირალი“ დეტრიტიდან ახალჩამოსულ ბიჭს აცნობს ქალაქს, სადაც ყველა მშვიდობიანი ცხოვრების წესით ცხოვრობს, დადიან ეკლესიაში, თამაშობენ კალათბურთს, უჯერებენ მწვრთნელს და ხანში შესულ ადამიანებს. როდმანი ხვდება, რომ ასე დიდხანს ვერ გაქააჩავს - არც აღმაფრენა, არც დაცემა, უსექსობა, არანაირი კონფლიქტები... გამყინეთ და შემაგდეთ მაცივრის საყინულეში ბარემ“.

„სპურსის“ მაისურით უკვე სულ სხვანაირ როდმანს ვხედავთ, განსხვავებული  ფერის თმით - წითელი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი. იღებავს ფრჩხილებს და ცდილობს ამით იყოს გამორჩეული,ხანდახან დააგვიანოს ვარჯიშებზე, ახალი გერლფრენდი გასახდელში შეიყვანოს ბიჭების გასაცნობად, თუმცა თავის მოვალეობას საკალათბურთო მოედანზე იდეალურად ასრულებს - დევიდ რობინსონი  რეგულარული სეზონის ბომბარდირი ხდება, როდმანის ანგარიშზე კი საშუალოდ მატჩში 17,3 მოხსნაა, სქემა მაინც მუშაობს.

 მადონას როდმნაისადმი ინტერესი 93-ის ოქტომბრიდან გაუჩნდა და კლუბის ოფისში დარეკა მოთხოვნით: გამარჯობათ, მე მადონა ვარ და თქვენი კალათბურთელის- დენის როდმანის გაცნობა მინდა“. ალბათ ყველა გაგიჟდებოდა სიხარულისგან, მაგრამ არა როდმანი, რომელმაც დაიკიდა პოპ მუსიკის თეთრი მომღერალი  და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.

მადონამ „თავისას“ მაინც მიაღწია და „ოლ სტარზე“ პირადად გაიცნო როდმანი და ამის შემდეგ ყველაფერი აირია გრეგ პოპოვიჩის საკალთბურთო ინდუსტრიაში. დენისი არამხოლოდ „სპურსის“, არამედ მთლიანად ნბა-ს ყველაზე პოპულარული მოთამაშე ხდება, მადონა ყველა მატჩზე პირველ რიგში ზის და მას უფრო ხშირად აჩვნებენ სატელევიზიო კადრით, ვიდრე კლუბის მთავარ მწვრთნელს.

მადონა შოკში აგდებს ყველას, როდესაც „სან ანტონიოს“ გასახდელში დაკაკუნების გარეშე შედის, საიდანაც ხელიხელჩაკიდებული გამოყავს როდმანი და პირდაპირ „ლიმუზინში“ უკრავს თავს, რათა დარჩენილი ენერგია ბოლომდე გამოაცალოს.

„მედია მაშინ წერდა, რომ მადონასთვის მე მხოლოდ სექს სათამაშო ვიყავი, მაგრამ ეს სიმართლე არაა, მას ჩემთან ოჯახის შექმნა  უნდოდა, ქორწილი, შვილები.

ლას ვეგასში, კაზინოში ვზივარ და ვცდილობ ფული მოვიგო, როდესაც მადონა ისტერიკით მირეკავს: „მინდიხარ, სასწრაფოდ ნიუ იორკში“. ვყრი მაგიდაზე ფიშკებს და 5 საათიანი ფრენა, შეხვედრა პოპ ვარსკვლავთან, ორსაათიანი „მონატრების“ სექსი, რის შემდეგაც  მომღერალი კისრით დგება კედელთან, ფეხებს მაღლა წევს მაქსიმალურად, რათა ჩემგან „მიღებული ინვესტიციით“ დაფეხმძიმდეს.. მე ფეხებზე ვიკიდებ, მუღამი მეკარგება და უკან მოვფრინავ. საღამოს ისევ იმ მაგიდასთან ვზივარ, სადაც ფიშკები დავყარე და ვაგრძელებ თამაშს“.

სრული საგიჟეთი, ჩვენ რომ დავოჯახებულიყავით, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ვიღას ემახსოვრებოდა, ორი ნაგიჟარი ერთად, პირდაპირ რეალითი შოუ...

მას დენის როდმანი უყვარდა, მე კიდე მეკიდა, თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა ოჯახისთვის მზად არ ვიყავი. მადონას 7 უახლოესი დაქალი ყავდა, მე მათ „მადონას კლანს“ ვეძახდი - ერთ საღამოს, ჩემს გასაგონად მადონამ გოგოებს უთხრა: ესაა ის ბიჭი, რომელთანაც ოჯახი მინდა. გოგოებიც აღტეცებულები იყვნენ და მოუწონეს არჩევანი... ცოტახანში მე ისინიც და მადონაც სამ ასოზე გავაგზავნე... არ მიყვარდა.

„რა გახდა ჩვენი დაშორების მიზეზი? მემგონი უფრო ის, რომ როდესაც ქუჩაში ვსეირნობდით, ხალხი მე უფრო მცნობდა, ვიდრე მადონას. მოდიოდნენ“ვაუ დენის როდმანი“ და მხოლოდ ამის მერე ამჩნევდნენ მომღერალს ჩემს გვერდით -„მადონაც აქ ყოფილა“. ისეთი პერსონისთვის, როგორიც მადონა იყო, ეს მიუღებელი გახლდათ. თან მე საბოლოოდ უარი ვუთხარი ოჯახის შექმნაზე. ამან ყველაფერი დაასრულა“.

ამასობაში დასრულდა როდმანის კარიერაც „სან ანტონიოში“. მან ყველასთან მოასწრო ჩხუბი გუნდში, ვისთანაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ამერიკულ პრესაში ხუმრობა დადიოდა: როცა როდმანი მოედანზე გადის, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი შიშისგან იფსავსო“. ამაში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი.ბევრი ტექნიკური შენიშვნა და გაფრთხილება, უფრო მეტი გამოტოვებული შეხვედრა და ლოგიკური მარცხი 1994 წლის პლეიოფის პირველ სტადიაზე „იუტა ჯაზთან“ 1:3.

დენის როდმანმა „ძველი გზა“ გაიხსენა და ტრეიდი მოითხოვა... მალე მას უკვე „ჩიკაგო ბულზი“ ელოდება, თუმცა ეს უკვე აბსოლიტურად სხვა ისტორიაა.

 

 

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები