მატჩის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის ციხეში ჩამჯდარი დანკან ფერგიუსონი

28 მარტი 2020

ეჭვგარეშეა, იმათგან ვინც ციხეში მოხვდა, რონალდინიო ყველაზე ცნობილი მოთამაშეა, ბრაზილიელი ამჟამად პარაგვაის ციხეში, ქვეყნის საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის გამო იმყოფება. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონს გისოსებს მიღმა ექვსი თვის გატარება მოუწევს.

ადამ ჯონსონი-სანდერლენდის ფეხბურთელი 2015 წლის მარტში დააპატიმრეს. ბრალად მას არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა წარუდგინეს. იმ მომენტში, როდესაც მისი პატიმრობის ათვლა დაიწყო, ანუ 2016 წლის თებერვალში, სანდერლენდიდან ხელფასის სახით იგი კვირაში 60 ათას ფუნტს იღებდა. ადამ ჯონსონი მთელი ბრიტანეთისთვის საძულველი ადამიანი გახდა. მას ზურგი მთელმა სამყარომ, მათ შორის მისმა მეუღლემ შეაქცია, რომელმაც განაცხადა რომ ყოფილ ქმართან გატარებული წლების გამო რცხვენია.

იან რაიტი - სანამ რაიტი პროფესიონალი ფეხბურთელი და არსენალის ვარკვლავი გახდებოდა, იგი ფეხბურთს სამოყვარულო კლუბებში თამაშობდა. სწორედ ამ პერიოდში დააპატიმრეს იგი. მიზეზი კი ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარება იყო.

ჩედ ევანსი - 2012 წლის აპრილში შეფილდ იუნაიტედის უელსელი ფორვარდი დამნაშავედ 19 წლის გოგონას გაუპატიურებაში სცნეს. 2011 წლის მაისში ჩადენილი დანაშაულის გამო ევანსს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ 2014 წელს იგი, საპყრობილეში სანიმუშო ქცევისთვის გაათავისუფლეს. სხვა საკითხია, რომ მასთან ხელშეკრულების გაფორმება არცერთმა კლუბმა ისურვა. 2016 წელს ევანსის საქმე სასამართლოში თავიდან განიხილეს და გადაწყვეტილებამ ყველა შოკში ჩააგდო, ევანსი გამართლდა!!! ფეხბურთის თამაშის გაგრძელება მან მხოლოდ ამის სემდეგ შეძლო. მან ჯერ ჩესტერფილდში, ხოლო შემდეგ კი თავის ყოფილ კლუბში, შეფილდ იუნაიტედში ითამაშა. ამჟამად იგი განათხოვრების წესით ფლიტვუდ თაუნში გამოდის.

ლი ჰიუზი - 2004 წელს ვესტ ბრომვიჩ ალბიონის ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში მოყვა, რომლის შედეგადაც ოთხი შვილის მამა დუგლას გრემი გარდაიცვალა. ჰიუზსს ბრალი ავტომობილის აგრესიულ მართვაში დაედო. საბოლოოდ სასჯელად მას ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა გისოსებს მიღმა მან ამ პერიოდის ნახევარი დაჰყო. კარიერა მან 2007 წელს ჯერ ოლდჰემ ატლეტიკში, ხოლო შემდეგ კი ნოთს ქაუნთიში გააგრძელა. თამაში არაპროფესიონალური კლუბის გრენტემ თაუნის რიგებში 43 წლის ასაკში დაასრულა.

ლიუკ მაკკორმიკი-2008 წელს პლიმუტ არგაილის გოლკიპერი თანაგუნდელის ქორწილიდან ბრუნდებოდა. ავტომობილს იგი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ავტოკატასტროფის შედეგად, რომელიც მას მოუვიდა ორი მცირეწლოვანი 10 წლის აარონ პიკი და მისი ძმა, რვა წლის ბენ პიკი გარდაიცვალნენ. მაკკორმიკის მდგომარეობა იმ ფაქტმა დაამძიმა, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მას შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ოთხ წელიწადში გათავისუფლდა. ტრურო სიტიში და ოქსფორდ იუნაიტედში თამაშის შემდეგ, იგი თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდა და 2014 წლამდე მისი კაპიტანი იყო.

ტონი ადამსი-1990 წელს არსენალის ყოფილი ცენტრალური მცველი იმის გამო რომ იგი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, დააპატიმრეს. ვინაიდან ეს არ ყოფილა ავტოკატასტროფა, მითუმეტეს ამ შემთხვევას არავის დასახიჩრება ან გარდაცვალება არ მოჰყოლია, სასამართლომ ადამსს მხოლოდ ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჟერმეინ პენანტი-ინგილსელი ფორვარდი იყო პირველი, ვისაც ელექტრო სამაჯური გაუკეთეს. ამ სამაჯურის მეშვეობით კონტროლდებოდა მისი გადაადგილება. გადაწყვეტილების მიზეზი კი ის იყო, რომ პენანტი ორჯერ დასაჯეს ავტომობილის, ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართვის გამო.

დანკან ფერგიუსონი-შოტლანდიელი ფორვარდი პირველია და ჯერჯერობით ერთადერთი ვისაც პატიმრობა მოედანზე, მატჩის დროს ჩადენილი ქმედების გამო მიესაჯა. 1994 წელს ფერგიუსონმა რეიტ როვერსთან მატჩის დროს მეტოქე გუნდის მცველს, პოლ მაკსტეის თავში თავი ჩაარტყა. ამისთვის ფერგიუსონმა 44 დღე გლაზგოს ციხეში გაატარა.

კომენტარები