ჩელსი, დოსტოევსკი და კაზინოს ვალები

26 მარტი 2020

ჩელსი, დოსტოევსკი და კაზინოს ვალები

ფიოდორ დოსტოევსკი რუსული ლიტერატურის „უკვდავი“ კლასიკოსია.მისი ნაწარმოებები დიდ აღფრთოვანებას იწვევს ყველა ასაკის მკითხველში.დღემდე ხალხის გარკვეული ნაწილი მას გიჟად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი უბრალოდ გენიოსად.

დოსტოევსკის ცხოვრების ერთ ერთი უმთავრესი პრობლემა ლუდომანია და აზარტთან ბრძოლა იყო.  არაერთგზის გამოუცდია საკუთარ „ტყავზე“ თუ როგორია კაზინოში, უკანასკნელ კაპიკამდე წაგება  რულეტკის მაგიდასთან, თან არამხოლოდ საკუთარი ფულის, მეგობრების, საყვარლების, ნათესავების.

ფიოდორ მიხაილოვიჩს ყველაზე კარგად ესმოდა აზარტული მოთამაშის ფსიქოლოგია - მას პირადად ქონდა განცდილი ყველა ის ტკივილი თუ სიხარული რომელიც თანსდევს ლუდომანიას, აღაფრენა და დაცემა, ვალი, სინანული, თუმცა სურვილი და თვითდაჯერება იმისა , რომ მომდევნო მცდელობით ის აუცილებლად მოიგებდა წაგებულზე ბევრად მეტს და წინა შემთხვევა უბრალოდ არგამართლების ამბავი იყო.

1863 წელს, ფიოდორ დოსტოევსკი 23 წლის სტუდენტ პოლინა სუსლოვასთან ერთად დასასვენებლად ეწვია გერმანიის ცნობილ კურორტს.  იმის ნაცვლად, რომ მწერალი საყვარელ ქალთან ურთიერთობით დამტკბარიყო, მან სხვა გასართობი მონახა - კაზინო, სადაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა მოკლე დროში წააგო როგორც თავისი, ასევე პოლინას ფულიც.

კაზინოს მფლობელები დოსტოევსკის ციხეში დაჭერით დაემუქრნენ თუ ვალს დროულად არ გადაიხდიდა, ამას დაემატა სასიყვარულო დრამაც - რულეტკაზე „გაცვლილმა“ სუსლოვამ   კურორტზე ახალი კავალერი იპოვა სახელად სალვადორი. ფინანსურთან ერთად, ფიოდორის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც უკიდურესად დამძიმდა...

რუსმა კლასიკოსმა გადარჩენის გეგმა დასახა: ერთ ერთ ცნობილ გამომცემლობას  პირობა მისცა, თუ ისინი კაზინოს ვალს სრულად დაუფარავდნენ, 2 კვირაში ექსკლუზიურად მათთვის დაწერდა ახალ რომანს, რომელიც გამომცემლობას დიდ პოპულარობას მოუტანდა. მოლაპარაკება შედგა და ფიოდორ მიხაილოვიჩმა დათქმულ დროში შექმნა ნაწარმოები „მოთამაშე“. ამბავი, რომელშიც აღწერილია ლუდომანი ბიჭის ისტორია, თუ როგორ ითრევს „სწრაფად გამდიდრების“ სურვილი მას და მის გარემოცვის წევრებს ცნობილი კაზინო და რულეტკის მაგიდა, საიდანაც როგორც წესი ყველა ჯიბეცარიელი გამოდის.

დოსტოევსკი გერმანიაში რამდენჯერმე იმყოფებოდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. იგი მოწიფულ ასაკშიც არაერთხელ სტუმრობდა გერმანულ კაზინოებს და ვალებიც საკმაოდ დააგროვა, ყოველ ჯერზე მათი გადახდა „ლიტერატურული ხარკით“არ გამოვიდა...

ქალაქ ვისბადენში უძველესი კაზინო ფუნქციონირებს, რომელსაც ხშირად სტუმრობდა უკვე მსოფლიოში ცნობილი რუსი მწერალი. ფიოდორ მიხაილოვიჩს რულეტკის მაგიდასთან საშინლად არ უმართლებდა და ამჯერადაც სოლიდური ვალი დაუგროვდა, თუმცა დიდ კლასიკოსს სიტყვაზე ენდნენ, რომ ის ვალს მოგვიანებით დააბრუნებდა. ამ მოვლენიდან რამდენიმე წელში დოსტოევსკი გარდაიცვალა, კაზინოს ვალის გადახდა კი არცერთმა მისმა ნათესავმა არ მოინდომა.

XXI საუკუნის დასაწყისში ვისბადენის კაზინოს შესასვლეში გამოკრული იყო ცნობა, რომ კაზინოს ვალი დღემდე გააჩნდა ისეთ ცნობილ მწერალს, როგორიც დოსტოევსკი იყო, ხოლო ერთ ერთ სათამაშო დარბაზი საერთოდ ფიოდორ მიხაილოვიჩის სახელობის გახლდათ.

ერთ მშვენიერ დღეს ლონდონის „ჩელსის“ რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი სტუმრობდა ვისბადენის უძველეს კაზინოს, რათა თავისი დიდი კაპიტალიდან რამდენიმე მილიონი „გაეფლანგა“. შესასვლეში გამოკრულმა  აბრამ იგი აღაშფოთა და მილიარდერმა ბრძანება გასცა: ჩამოხსენით ეს სამარცხვინო დაფა, მე გადავიხდი თანხას და დაიმახსოვრეთ: დოსტოევსკის მსოფლიოში არავის ვალი არ გააჩნია.“

კაზინოს ბუღალტრები 2 დღის განმავლობაში ითვლიდნენ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში აღებული ვალის ოდენობას, მაშინდელი დოლარის კურსი, თანხის დაგვიანების პროცენტი (დაახლოებით 145 წელი) - ჯამში 300 000 დოლარი, რომელიც რუსმა მილიარდერმა უპრობლემოდ გადაიხადა და „სამარცხვინო აბრა“ თავის კოლექციისთვის წაიღო ჩუკოტკის გუბერნიაში.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები